Sunday, 8 March 2015

მერვე დღის რეფლექსია

ქალბატონებო, გილოცავთ 8 მარტს!
  დღეს ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა სატრენინგო დღემ. დავასრულე საპროექტო გეგმის შაბლონზე მუშაობა, რომელიც ავტვირთე დრაივზე. ჩემს ბლოგს დავამატე გვერდები. გავაკეთე ფასილიტაციის კითხვარი, რომელიც ავტვირთე დრაივზე, შემდეგ კი გავაზიარე ბლოგზე.
წარმატებულ და სასიამოვნო დრეს გისურვებთ! :)

Sunday, 1 March 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

  დღეს გავაგრძელე საპროექტო გეგმის შაბლონზე მუშაობა; დრაივზე ავტვირთე შეფასების კრიტერიუმები და შევინახე ფაილში "შეფასების რუბრიკები". შემდეგ გავაკეთე ბიბლიოგრაფია, რომელშიც მივუთითე გამოყენებული ლიტერატურის ელ.მისამართი (ვებ.გვერდი). ვისწავლე დრაივზე გაზიარება. შევცვალე ბლოგის დიზაინი. :) :) :)

მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში

Sunday, 22 February 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

გავაგრძელე პროექტის გეგმაზე მუშაობა. ჩავასწორე დრაივზე ატვირთული პროექტის გეგმა და პრეზენტაცა.  გავაკეთე მოსწავლის პრეზენტაცია და შევინახე ფაილში "მოსწავლის ნიმუში"; შემდეგ ავტვირთე დრაივზე. ვისწავლე დრაივზე ატვირთული მასალის ბლოგზე გამოქვეყნება, შესაბამისად, ჩემს ბლოგზე უკვე ორი პრეზენტაციაა :)

მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, 21 February 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავე საპროექტო გეგმის შაბლონზე, შევავსე კიდევ რამდენიმე პუნქტი. გავაკეთე პრეზენტაცია. ვისწავლე დრაივზე ატვირთვა. სატრენინგო დღემ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა :)

Saturday, 14 February 2015

მესამე დღის რეფლექსია

ვიმუშავე საპროექტო თემის გარშემო. მოვისმინე და ვნახე პრეზენტაცია, რომელიც ძალიან საინტერესო იყო და უშუალოდ უკავშირდება საპროექტო თემის წარმატებით განხორციელებას. შევადგინე კითხვები, რომლებიც დამეხმარება პროექტის განხორციელებაში და რომელიც გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას. შეკითხვები ავტვირთე ჩემს ბლოგზე. დავათვალიერე ტრენინგში მონაწილე მასწავლებელთა ბლოგები და გავაკეთე კომენტარი მათ საპროექტო თემებზე.
 ტრენინგმა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. :)

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

თემა: „ერისკაცი - ილია წინამძღვრიშვილი“
ზოგადი შეკითხვა:
როგორ ცვლის კონკრეტული პიროვნება სამყაროსა და ამა თუ იმ ერის ცხოვრებას?

თემატური შეკითხვა:
რა ვიცით მე-19 საუკუნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე?
ვინ არის „ერისკაცი“?
რაში გვეხმარება წარსულის ცოდნა?

შინაარსობრივი შეკითხვა:
ვინ იყო ილია წინამძღვრიშვილი?
რა გავლენა იქონია ილია წინამძღვრიშვილმა მე-19 საუკუნის ქართველი ერის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე?
რა დამსახურება მიუძღვის მას ქართველი ერის წინაშე?
რა ვიცით, ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებული სასოფლო - სამეურნეო სკოლის შესახებ?
ვინ იყვნენ მისი თანამედროვენი და მეგობრები?



Sunday, 8 February 2015

პირველი და მეორე დღის რეფლექსია


ბლოგის გახსნა;
ელექტრო წიგნზე მუშაობა: ინფორმაციის მონიშვნა, სასურველი ინფორმაციის ჩანიშვნა და შენახვა; ინფორმაციის წაშლა.